ფეხბურთი

18:09 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური წითელი ბარათი: ხორვატი ფეხბურთელი პენალტის შესრულებისთვის გააძევეს (+VIDEO)

ხორვატიის ჩემპიონატში ზაგრების „დინამოს“ ფეხბურთელი ბრუნო პეტკოვიჩი პენალტის შესრულებისთვის გააძევეს. უცნაური შემთხვევა „ისტრასთან“ მატჩში მოხდა.

90-ე წუთზე, როცა ზაგრებელები 1:0-ს იგებდნენ, პეტკოვიჩმა პენალტი შეასრულა, ის გამორბენის დროს შენელდა, ამ მოძრაობით მეკარე მოატყუა და გაიტანა. თუმცა, მსაჯმა დუჟე შტრუკანმა სწორედ შენელებური გამორბენის გამო ხორვატ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა და ვინაიდან, მანამდე ერთხელ უკვე გაფრთხილებული იყო (74-ე წუთზე), პეტკოვიჩმა წითელი მიიღო და მოედანი დატოვა. რა თქმა უნდა, პენალტიდან გატანილი გოლი გაუქმდა.

საბოლოოდ, კაცნაკლულმა ზაგრების „დინამომ“ მეორე გოლი მაინც გაიტანა და დამაჯერებლად 2:0 მოიგო, ხოლო ბრუნო პეტკოვიჩმა ალბათ, ჯერ კიდევ არ იცის, რისთვის მიიღო წითელი ბარათი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123191