ფეხბურთი

21:30 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქეები C დივიზიონში, სადაც ვილი სანიოლის ნაკრები ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში იყო განთესილი და შესაბამისად, მეტოქეები პირველი, მეორე და მეოთხე კალათიდან ერგო - ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი. ამრიგად, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას ზედიზედ მეორედ შეხვდება. წინა გათამაშებაში ორივე მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში მოგეხსენებათ, მაკედონიელებმა თბილისში 1:0 მოიგეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

A დივიზიონში კი ე.წ "სიკვდილის ჯგუფი" შედგა, სადაც იტალია, გერმანია და ინგლისი ერთად ითამაშებენ, ასევე უნგრეთი, რომელიც გამოკვეთილ აუტსაიდერად მოსჩანს.

წილისყრის შედეგები ოთხივე დივიზიონში ასეთია:

A დივიზიონი

I ჯგუფი

საფრანგეთი, დანია, ხორვატია, ავსტრია

II ჯგუფი

ესპანეთი, პორტუგალია, შვეიცარია, ჩეხეთი

III ჯგუფი

იტალია, გერმანია, ინგლისი, უნგრეთი

IV ჯგუფი

ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, უელსი

B დივიზიონი

I ჯგუფი

უკრაინა, შოტლანდია, ირლანდია, სომხეთი

II ჯგუფი

ისლანდია, რუსეთი, ისრაელი, ალბანეთი

III ჯგუფი

ბოსნია, ფინეთი, რუმინეთი, მონტენეგრო

IV ჯგუფი

შვედეთი, ნორვეგია, სერბეთი, სლოვენია

C დივიზიონი

I ჯგუფი

თურქეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ფარერები

II ჯგუფი

ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, კოსოვო, კვიპროსი ან ესტონეთი

III ჯგუფი

სლოვაკეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი ან მოლდოვა

IV ჯგუფი

ბულგარეთი, ჩრდ. მაკედონია, საქართველო, გიბრალტარი

D დივიზიონი

I ჯგუფი

ლატვია, ანდორა, ყაზახეთი ან მოლდოვა, ლიხტანშტაინი

II ჯგუფი

სან მარინო, კვიპროსი ან ესტონეთი, მალტა,

ფორმატი

ერთა ლიგის ახალ სეზონში A, B და C დივიზიონში 16-16 ნაკრებია და ისინი 4 ოთხგუნდიან ჯგუფებში განაწილდნენ, ფორმატი კი უცვლელია. B დივიზიონის გამარჯვებული მომდენო ერთა ლიგისთვის A დივიზიონში აღზევდება, C დივიზიონის - B დივიზიონში. ჯგუფის ბოლო ადგილოსნები, პირიქით - დაქვეითდებიან. A დივიზიონის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები კი ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ე.წ „ოთხთა ფინალში“ ითამაშებენ, ჯგუფის ბოლოადგილოსნები B დივიზიონში დაქვეითდებიან. რაც შეეხება D დივიზიონს, აქ სულ 7 ნაკრებია, რომლებიც ორ ჯგუფად განაწილდნენ და ბუნებრივია, არცერთი დაქვეითდება, C დივიზიონის გადასასვლელად კი ჯგუფის ორი გამარჯვებული პლეი-ოფში C დივიზიონის ორ ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ნაკრებს გაეჯიბრება.

2022 წლის მარტში უნდა გაიმართოს პლეი-აუტის ორი მატჩი: ყაზახეთი - მოლდოვას და კვიპროსი ლიხტანშტაინს დაუპირისპირდება. წყვილებში გამარჯვებულები C დივიზიონში ითამაშებენ, დამარცხებულები D დივიზიონში.

ერთა ლიგაზე გრაფიკი უკვე გაწერილია და ჯგუფური ეტაპის 6 ტურიდან ოთხი დამდეგი წლის ივნისში გაიმართება, ორიც - სექტემბერში.

პირველი და მეორე ტური: 2-8 ივნისი, 2022 წელი

მესამე და მეოთხე ტური: 8-14 ივნისი, 2022 წელი

მეხუთე და მეექვსე ტური: 22-27 სექტემბერი, 2022 წელი

ფინალური ეტაპის (A დივიზიონის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულის „ოთხთა ფინალი“): 14-15 ივნისი, 2023 წელი

ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი: 18 ივნისი, 2023 წელი

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, უცნობია როგორი სისტემა იმუშავებს ახალი სეზონის ერთა ლიგაზე ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად, უეფას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში D დივიზიონში იასპარეზა, სადაც ჯერ ჯგუფი მოიგო, მერე ნახევარფინალში ბელარუსს აჯობა და ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა, რის შედეგადაც, ევრო 2020-ზე გასასვლელად ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა. გასული სეზონის ერთა ლიგა კი საქართველომ უკვე C დივიზიონში გაატარა, სადაც ჯგუფში სომხეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას ჩამორჩა, ხოლო ესტონეთს აჯობა და C დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120248