თამაშგარე

13:53 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეინ რუნი საზოგადოებამ უცნაურად “დასაჯა“

როდესაც ცნობილი ადამიანი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს და არასწორად იქცევა, ევროპაში მას ამაზე მუდამ მიუთითებენ და თუ მაინც ვერაფერი შეიგნო, მერე უკვე “დასჯის“ სხვადასხვა მეთოდებზე გადადიან. ამის მაგალითია ამ ცოტა ხნის წინ ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, უეინ რუნის თავსგადახდენილი ამბავი.

ლონდონის ცნობილ საშობაო ბაზრობაზე მისულ უეინ რუნის მანქანა არასწორ ადგილას გაუჩერებია, რაზეც იქვე მდგომმა ადამიანებმა მისცეს შენიშვნა, მაგრამ ვეტერანმა მობურთალმა ეს არაფრად ჩააგდო და მეგობრებთნ ერთად ახლოსმდებარე ლუდხანაში ხელი მიჰყო ლუდის კათხების გამოცლას.

როდესაც უეინი ბარიდან ზარხოშში მყოფი გამოვიდა, მის ავტომობილზე არცთუ სასიამოვნო წარწერები და ნახატები დახვდა (რასაც წარმოდგენილ ფოტოებზეც ხედავთ). ამან ისედაც შარიანი და ბრაზიანი რუნი კი გაამწარა, მაგრამ ვერაფერი მოიმოქმედა და ბუზღუნ-ბუზღუნით წავიდა სახლში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141035