თამაშგარე

11:44 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი და პაპი

ყველამ კარგად ვიცით, რომ რომის ახლანდელი პაპი ფრანცისკე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მის მშობლიურ არგენტინაში ბუენოს-აირესის კარდინალი იყო, საყვარელი საფეხბურთო კლუბის "სან ლორენცოს" თამაში არ გამოუტოვია.

პაპი იტალიური "მილანის" გულშემატკივარი ნამდვილად არასდროს ყოფილა, თუმცა, აპენინებზე ბურთის მაგორებელ ფეხბურთელებს ხშირად ლოცავს ხოლმე. ამასწინათ პაპის სტუმარი "მილანის" შვედი შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, რომელმაც პონტიფიკატს თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი და მისივე გვარით დამშვენებული მილანური კლუბის მაისური აჩუქა.

ზლატანის ახალი წიგნი "ადრენალინი" წარმოშობით ბალკანელი შვედი თავდამსხმელის ბიოგრაფიის საინტერესო დეტალებს მოიცავს, სადაც ზლატანისთვის დამახასიათებელი უხიაგობით გაკრიტიკებულია არაერთი მწვრთნელი და ფეხბურთელი. სწორედ ამიტომაც, ამ წიგნზე დიდი მოთხოვნაა და თუკი წიგნს ხელში უპირველესი კათოლიკე დაიჭერს, მეტი რეკლამა რაღა უნდა იყოს?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112501