სხვა

1:42 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა (+VIDEO)

„დინამო თბილისი“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეხუთე ტურში სტუმრად სერბულ „რადნიჩკისთან“ 7:14 დამარცხდა.

ეს გუნდები ოთხი ტურის თავზე A ჯგუფის აუტსაიდერები იყვნენ და ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ სერბებმა გამარჯვება საკმაოდ ადვილად მოიპოვეს. „დინამომ“ მეტოქეს ჯეროვანი კონკურენცია ვერ გაუწია, ოთხივე პერიოდი დათმო და საბოლოოდ მორიგი, ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა.

დეიან სტანოიევიჩის გუნდი სატურნირო ცხრილში 5 ტურის შემდეგ ქულის გარეშე, ბოლო ადგილზეა. თბილისური გუნდი მომდევნო ტურში 22 დეკემბერს, შინ „ნოვი „ბელგრადს“ დაუპირისპირდება.

რადნიჩკი – “დინამო თბილისი14:7 (4:2, 3:1, 2:1, 5:3)

გოლები: 1:0 ჩუკი, 2:0 მილიჩიჩი, 3:0 ლუკიჩი, 3:1 იმნაიშვილი, 4:1 ჩუკი, 4:2 ელაჩა, 5:2 ლუკიჩი, 6:2 ჩუკი, 7:2 ჩუკი, 7:3 ადეიშვილი, 8:3 ბრანკოვიჩი, 8:4 მაგრაქველიძე, 9:4 ტოჰოლი, 10:4 ვრლიჩი, 10:5 შარიჩი, 11:5 რადულოვიჩი, 12:5 ლუკიჩი, 12:6 ვაშიჩი, 13:6 კრუგი, 13:7 მაგრაქველიძე, 14:7 ბრანკოვიჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103026