ფეხბურთი

23:07 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ოთხეულში ყოფნა გვინდა, მაგრამ რთულია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ პამპლონას „ოსასუნასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოპოვებული ქულა საკმარისი არაა და მისმა გუნდმა ბურთის სათანადოდ შენარჩუნება ვერ მოახერხა.

„ერთი ქულა საკმარისი არაა, უსიამოვნო შეგრძნებაა, თუმცა, კარგად ვიბრძოდით, როცა ანგარიში 2:1 იყო, ბურთის უფრო მეტად შენარჩუნება გვჭირდებოდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. დინამიკის შეცვლა სასწრაფოდ საჭიროა. მეტოქის ნახევარზე სათანადოდ თამაში ვერ მოვახერხეთ.

გუნდს მრავალი მიმართულებით სჭირდება გაუმჯობესება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ 3 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა ვერ შევძელით. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, გვინდა, ოთხეულში ვიყოთ, მაგრამ ეს რთულია“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ 16 მატჩში მოპოვებული 24 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ელჩეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058448