ფეხბურთი

22:33 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: "ჩვენი სიტუაცია კრიტიკულია"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ პამპლონას „ოსასუნასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა მცველმა აღნიშნული სიტუაცია კრიტიკულია და გუნდს სასწრაფოდ სჭირდება თამაშის მოგება.

„სასწრაფოდ გვჭირდება გამარჯვების მოპოვება, რადგან გვესმის, რომ სიტუაცია კრიტიკულია. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ. ახლა მხოლოდ მოკლევადიან მიზნებსა და მომდენვო მატჩზე ვფიქრობთ. თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელები მაინც ახერხებენ თავის გამოჩენას.

თუმცა, ახლა გვჭირდება გამარჯვება და მერე თანდათან უფრო მეტს მივაღწევთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია უკეთ ვითამაშოთ და შემდეგ შედეგებსაც მივაღწევთ“, - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ 16 მატჩში მოპოვებული 24 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში „ელჩეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11774