ფეხბურთი

21:00 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბულის გოლი პაოკ-თან (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის მე-13 ტურში ბაჩანა არაბულის „ლამია“ სტუმრად პაოკ-თან 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

არაბული მე-7 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა. მან სეზონში თავი მესამედ გამოიჩინა, მეათე შეხვედრაში. 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პაოკ-ის გარდა, ათენის „პანათინაიკოსსა“ და „ატრომიტოსს“ გაუტანა. პაოკ-თან არაბულმა შეუცვლელად ითამაშა, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი მსაჯმა გააფრთხილა.

„ლამიას“ 13 ტურში 10 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა, 15 დეკემბერს კი საკუთარ მოედანზე „ვოლოსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11759