ფეხბურთი

15:20 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო და 95-ე წუთზე გამარჯვების მომტანი საგოლე პასი გააკეთა (+VIDEO)

პორტუგალიის საგრეს ლიგის მე-14 ტურში გიორგი აბურჯანიამ საგოლე გადაცემა მიითვალა. მისმა „ჟილ ვისენტემ“ სტუმრად „პასუშ ფერეირა“ 1:0 დაამარცხა და ქართველის დიდი დამსახურებით.

გიორგი თამაშში მხოლოდ 90-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო, ხოლო 95-ე წუთზე ჩინებული პასით, ერთი შეხებით შესანიშნავ პოზიციაში დატოვა ანტუან ლატეი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

გიორგის მთავარი მწვრთნელი რიკარდო სოარეში ნაკლებად ენდობა. მხოლოდ ერთხელ ათამაშა ძირითად შემადგენლობაში, ისიც წინა ტურში, 5 დეკემბერს და „ჟილ ვისენტემ“ 4:0 მოიგო, ამდენად შემადგენლობის შეცვლის საბაბი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ამჯერად გიორგი მხოლოდ 90-ე წუთზე ჩართო თამაშში და ქართველმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ თამაშს უფრო ხშირად იმსახურებს.

მთლიანობაში აბურჯანიას პორტუგალიის ჩემპიონატის 9 მატჩში (სულ მხოლოდ 132 წუთი გაატარა მინდორზე) 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „ჟილ ვისენტე“ 20 ქულით მეექვსე ადგილზეა.

0.057716