სხვა

12:53 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვამ ზაგრების ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ჩელენჯერის სერიის Golden spin of Zagreb-2021-ის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მან ორი პროგრამის ჯამში 184.29 ქულით მოახერხა ტურნირის პირველ ადგილზე გასვლა და შესანიშნავად იასპარეზა. ანასტასია გუბანოვასათვის ხორვატიის ტურნირი ოქტომბერში ფინეთში გამართული ტურნირის შემდეგ მეორე საერთაშორისო სტარტი იყო ამ სეზონზე.

ხორვატიაში, ჩელენჯერის სერიის "Golden spin of Zagreb- 2021"-ის საერთაშორისო ტურნირზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ქალთა კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობას 15 ქვეყნის 23 წარმომადგენელი ღებულობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12065