კალათბურთი

0:36 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ 3 ქულით და 4 პასით დაბრუნდა

ევროლიგის მე-14 ტურში მოსკოვის ცსკა-მ კაუნასის „ჟალგირისი“ ადვილად, 73:51 დაამარცხა და ტრავმის შემდეგ მოედანზე თორნიკე შენგელია დაბრუნდა.

ქართველმა კალათბურთელმა საქართველოსა და უკრაინის შეხვედრაში მიღებული დაზიანების შემდეგ პირველად ითამაშა. თორნიკე პარკეტზე 13:55 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 3 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 1-ს გაუტოლდა.

რუსული გუნდის რიგებში საუკეთესოები ნიკოლა მილუტინოვი (19 ქულა) და ალექსეი შვედი (17 ქულა) იყვნენ.

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 9 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 დეკემბერს, ყაზანის „უნიქსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110692