ფეხბურთი

23:50 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ელმასი გამოარჩიეს (+VIDEO)

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" ნახევარმცველი ელიფ ელმასი დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ლესტერთან" მოგებულ შეხვედრაში (3:2) იტალიური გუნდის ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა. სულ კი მიმდინარე სეზონში მაკედონიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 22 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114506