ფეხბურთი

16:23 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძის დუბლი ავსტრალიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ავსტრალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეტსმა“ „ველინგტონი“ 4:0 გაანადგურა და ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა.

ბექამ შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და ადვილად მოიგეს. 24 წლის მიქელთაძემ დუბლს საგოლე პასიც დაამატა, როცა ბრაზილიელ დანიელ დოს სანტოს პენას მე-80 წუთზე საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში დაეხმარა.

ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ოთხ მატჩში უკვე 3 გოლი დაუგროვდა, ხოლო „ნიუკასლმა“ სეზონში პირველად მოიგო და 5 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115073