ფეხბურთი

21:35 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "მკაფიო წარმოდგენა გვაქვს, სად უნდა წავიდეს ჰოლანდი"

„დორტმუნდის“ თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის აგენტმა მინო რაიოლამ გერმანულ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უკვე კარგად იცის, სად უნდა გააგრძელოს ნორვეგიელმა ფორვარდმა კარიერა.

„მკაფიო წარმოდგენა გვაქვს სად უნდა წავიდეს ერლინგი და რა თქმა უნდა, ვაკვირდებით რას გვთავაზობს სატრანსფერო ბაზარი. ცუდი აგენტი ვიქნებოდი, რომ ვუყურო შეთავაზებებს. შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ბაზარზე ისეთი მოთამაშით, როგორიც ჰოლანდია. შესაძლოა, სპორტულ დირექტორებს ვძულვარ, მაგრამ მე თვითონ არავინ მძულს, უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. კლუბებს ვძულვარ? მაგიდასთან იარაღით არასდროს ვჯდები, მაგრამ მზად ვარ ჩემი ფეხბურთელებისთვის ომში წავიდე. უბრალოდ, კარგად ვიცი მათი ფასი და რა უნდათ გუნდებს. თუ მათ ვძულვარ, ეს საუკეთესო კომპლიმენტია, მაგრამ კლუბებს ვჭირდები.

ჩემი პირველი ტრანსფერი იყო 1992 წელს ბრაიან როის „ფოჯაში“ გადაყვანა. მაშინ სერია A დღევანდელი პრემიერლიგა იყო. ყველას სურდა, რომ იტალიაში ეთამაშა. შემდეგ მარსიანო ვინკი და ვიმ ჯონდი „ჯენოაში“ გადავიყვანე, ხოლო დენის ბერგკამპი „ინტერში“, - თქვა რაიოლამ Sport1-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 21 წლის ერლინგ ჰოლანდმა 13 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116027