ფეხბურთი

11:51 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რომა“ მოურინიუს არ გაათავისუფლებს

„რომას“ ხელმძღვანელობა ენდობა პორტუგალიელ სპეციალისტ ჟოზე მიურინიუს და ცუდი შედეგების მიუხედავად, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან არ გაათავისუფლებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ამ დღეებში „განსაკუთრებულს“ ზამთრის სატრანსფერო ბიუჯეტსაც გამოუყოფენ. მის მოქმედ კონტრაქტს კი ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

იტალიური სერია A-ს 16 ტურის შემდეგ, „რომამ“ 25 ქულა მოაგროვა და ცხრილში მე-7 ადგილზე დგას. კონფერენს ლიგის C ჯგუფში კი მეორე ადგილზეა. თუმცა ფავორიტად სწორედ რომაელებს მიიჩნევდნენ, რადგან მეტოქეებად არცთუ ძლიერი ლუგანსკის „ზარია,“ ნორვეგიული „ბოდიო გლიმტი“ და სოფიის ცსკა ჰყავს.

0.158146