ფეხბურთი

18:58 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

იაგო ასპასმა გოლი გატანის დროს ტრავმა მიიღო და მსაჯს ყვითელი ბარათი განზრახ აჩვენებინა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში ვიგოს „სელტას“ ფეხბურთელმა იაგო ასპასმა „ვალენსიასთან“ გოლი გაიტანა და მაისური გაიხადა, რომ ყვითელი ბარათი მიეღო. მან ეს განზრახ გააკეთა, რომ მსაჯს გაეფრთხილებინა.

საქმე ისაა, რომ იაგო ასპასი ყვითელი ბარათების ლიმიტში იმყოფებოდა და თუ გაფრთხილებას მიიღებდა, მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებდა. ესპანელმა ფორვარდმა გოლის გატანის მომენტში ტრავმა მიიღო და როცა ფეხში დაზიანება იგრძნო, უმალვე მაისური გაიხადა.

საბოლოოდ, მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო 3 წუთის შემდეგ მოედანი ტრავმირებულმა დატოვა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ დისკვალიფიკაციას ტრავმის პერიოდში მოიხდის.

„სელტა“ „ვალენსიასთან“ მისი გოლით მე-11 წუთზე იგებდა, მაგრამ მერე ორჯერ გაუშვა და ხოსე ბორდალასის გუნდმა 2:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11749