ფეხბურთი

0:31 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: "მინდა, რომ "ენფილდზე" "ლივერპული" დავამარცხოთ"

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ პრემიერლიგის მე-15 ტურში „ლესტერ სიტი“ 2:1 დაამარცხა და მატჩის შემდეგ სტივენ ჯერარდმა კომენტარი გააკეთა. მომდევნო ტურში ინგლისელი მწვრთნელის გუნდს „ენფილდ როუდზე“ ელის სტუმრობა და „სტივიჯი“ მშობლიური გუნდის წინააღმდეგ გამარჯვებას გეგმავს.

„უბრალოდ მინდა იქ წავიდე და გავიმარჯვო. ავიღოთ, ქულები. ამ დროისთვის „ლივერპულს“ დონის კუთხით კონკურენციას ვერ ვუწევთ, მაგრამ ნათელია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. ასე რომ, „ენფილდზე“ თავდაჯერებული და საკუთარი თავის რწმენის წავალთ. ოთხი მატჩიდან სამი მოვიგეთ და ვეცდებით ახლა „ლივერპულს“ პრობლემები შევუქმნათ“, - თქვა ჯერარდმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც სტივენ ჯერარდმა „ასტონ ვილა“ ჩაიბარა, ბირმინგემელებმა „ბრაიტონს“, „კრისტალ პალასსა“ და „ლესტერ სიტის“ მოუგეს, ხოლო „მანჩესტერ სიტისთან“ წააგეს. „ლივერპულთან“ შეხვედრა კი „ენფილდ როუდზე“ 11 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10936