ფეხბურთი

21:06 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "კვარაცხელიას შეცვლაზე შესვენებაზეც ვფიქრობდი"

ყაზანის „რუბიმა“ რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში „ნიჟნი ნოვგოროდთან“ წააგო (1:2), მატჩის შემდეგ კი ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.

რუსმა სპეციალისტმა ხვიჩა 52-ე წუთზე შეცვალა, რითაც ქართველი ძალიან უკმაყოფილო დარჩა: პირდაპირ გასახდელში შევიდა, მწვრთნელის ხელიც არ ჩამოართვა და ხელთათმანები მოისროლა. სლუცკის ამის თაობაზე მოუწია კომენტარის გაკეთება, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ კვარაცხელია შეცვლით ხელთათმანების გადაგდებიდან გამომდინარე უკმაყოფილო დარჩა:

„არ ვიცი, კმაყოფილია თუ არა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რასაც მინდორზე აჩვენებდა, ვფიქრობდი, რომ შესვენებაზევე შემეცვალა“, - თქვა ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა და შემდეგ მეორე შეკითხვას უპასუხა, რომლის შინაარსი გუნდის ანდერს დრეირზე დამოკიდებულებას შეეხებოდა:

„გვქონდა კვარაცხელიაზე დამოკიდებულება, დესპოტოვიჩზე დამოკიდებულება, მაკაროვზე დამოკიდებულები ვიყავით. თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ალბათ, მსოფლიოში ყველა გუნდი განიცდის რაიმე სახის დამოკიდებულებას, თუ მათ ჰყავთ მოთამაშე, რომელიც ბევრ გოლს იტანს“, - აღნიშნა სლუცკიმ.

ყაზანის „რუბინი“ ბოლო პერიოდში კრიზისშია და ეს სატურნირო ცხრილზეც აისახა, რადგან 22 ქულით უკვე მეათე ადგილამდე დაქვეითდა და წინ „კრილია სოვეტოვთან“ მატჩი ელოდება (11 დეკემბერს). ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში კი 14 მატჩში 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112384