კალათბურთი

20:04 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რატი ანდრონიკაშვილის 6 ქულა და 4 ჩაჭრა NCAA-ში

NCAA-ში რატი ანდრონიკაშვილმა, რომელიც „კრეიტონ ბლუჯეისში“ თამაშობს, საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი „აიოვა სტეიტთან“ დაძაბულ ბრძოლაში 58:64 დამარცხდა, მაგრამ რატის კარგი თამაში ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა 18 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა. მან 1 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 1 საჯრიმო ჩააგდო.

„კრეიტონს“ 7 გამარჯვების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს, „ბრიგჰემ იანგთან“ ჩაატარებს.

0.116128