ფეხბურთი

11:00 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "ფანებს იმედი გავუცრუეთ, მაგრამ ეს არ წაშლის იმას, რასაც აქამდე მივაღწიეთ"

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში „ანორთოსისმა“ პაეეკ-ს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. თემურ ქეცბაიას გუნდი 0:2 მარცხდებოდა, შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მესამე გაუშვა და მაინც წააგო.

გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ნიკა კაჭარავა კი მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა. მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ ადგილობრივი მედიის წინაშე კომენტარი გააკეთა.

„რთულია რამის თქმა. ის პრობლემა, რომელიც სეზონის დასაწყისიდან გვაქვს, გრძელდება. საკუთარ მოედანზეც კი არ კმარა ორი გოლის გატანა თამაშის მოსაგებად. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან, გათანაბრების შემდეგ მესამე გოლი სწრაფად გავუშვით. ეს ყველაფერი თავიდან დაიწყო და გრძელდება. ვსაუბრობთ ინდივიდუალურ შეცდომებზე, გოლის გასატანად ბრძოლა გვიწევს და სამაგიეროდ, ძალიან იოლად ვუშვებთ. გატანილი გოლებით საუკეთესო სამეულში ვართ, გაშვებული გოლებით კი ბოლო ადგილზე. მესმის იმედგაცრუება, მაგრამ დროის უკან დაბრუნება არ შეგვიძლია. კონფერენს ლიგაზე თამაში გველოდება და ჯგუფიდან გასვლის იმედი გვაქვს, რადგან ვხედავ, რომ ევროტურნირზე ბევრად ორგანიზებულად ვთამაშობთ. მარტივი თამაში არ არსებობს, ეს მატჩი მარტივი ჩანდა და წავაგეთ. თუ მაქსიმუმს არ გაიღებ, ვერცერთ თამაშს მოიგებ. კიდევ ერთხელ გავუცრუეთ გულშემატკივარს იმედი, მაგრამ ვერ წავშლით იმას, რასაც აქამდე მივაღწიეთ, ამიტომ, ველოდებით, რომ მომავალ მატჩში გულშემატკივარი მოვა და მხარს დაგვიჭერს.

არ მინდა ვთქვა, რომ ევროტურნირზე ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან და ჩემპიონატში გულგრილად თამაშობენ, მაგრამ მათ მათ ეგონათ, რომ დღეს ადვილად მოვიგებდით. კონფერენს ლიგაზე ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსი რომ გვაქვს, ეს ბევრს ნიშნავს და ფეხბურთელებმა თავიანთი მონდომებით შეძლეს ეს. ვეცდებით, მომდევნო ეტაპზე გავიდეთ“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა, 9 დეკემბერს კი სტუმრად ბელგრადის „პარტიზანს“ შეხვდება, რომელსაც თუ დაამარცხებს, დიდი ალბათობით, პლეი-ოფში გავა. ეს დამოკიდებული პარალელურ მატჩზეც იქნება, რომელშიც ესტონურმა „ფლორამ“ ბელგიური „გენტი“ არ უნდა დაამარცხოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11244