ფეხბურთი

13:29 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "გამარჯვება დიდი სიამოვნებაა, მეტოქემ ჩვენს გამო თამაშის სტილი შეიცვალა"

ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურში „ლივერპულმა“ „ვულვზი“ დივოკ ორიგის ბოლო წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ შედეგით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო იურგენ კლოპი, რომელმაც კომენტარი გააკეთა.

„ძალიან რთული მატჩი იყო მეტოქესთან, რომელმაც თამაშისადმი დამოკიდებულება შეცვალა. ისინი როგორც წესი ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ დღეს ეს ვერ ვნახეთ. „ვულვზი“ თავს ღრმად იცავდა და კონტრშეტევებზე გადადიოდა, რის წინააღმდეგაც თავის დაცვა ნამდვილად რთულია, რადგან ტრაორეზე სწრაფი არავინაა.

დიოგო ჟოტამ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, თამაშში ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ორიგი ჩავრთეთ, რამაც იმუშავა და ძალიან ბედნიერი ვარ. მართლაც რთული თამაში იყო გარემოებების გათვალისწინებით და ამიტომ, გამარჯვების მოპოვება დიდი სიამოვნებაა“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლიერპულმა“ ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილზე დაქვეითებულ „ჩელსის“ კი ასევე ერთი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113126