სხვა

3:28 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ომოდტ კილდე გამარჯვებით დაბრუნდა

ნორვეგიელმა ალეკსანდერ ომოდტ კილდემ იანვარში, მუხლის მძიმე ტრავმის გამო დაასრულა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი, ბივერ კრიკის სუპერ გიგანტის რბოლა მოიგო, რაც იმ ტრავმის შემდეგ, მსოფლიო თასზე მისი პირველი გამარჯვებაა.

ომოდტ კილდემ კორონავირუსის პანდემიის გამო დამოკლებული 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშება, ბროლის გლობუსის მოპოვებით დაასრულა და შარშანაც მისი შენარჩუნებისთვის იბრძოდა, მაგრამ ტრავმამ ამაში ხელი შეუშალა. დღეს კი გამარჯვებით დაბრუნდა და როგორც ჩანს, ჩქაროსნულ დისციპლინებში ფავორიტთა შორის იქნება.

სეზონის პირველი დაშვება, რომელიც კანადის ლეიკ ლუისში ჩატარდა, მან მეცხრე ადგილზე დაასრულა, ბივერ კრიკის პირველ სუპერ გიგანტი კი, შეცდომის გამო ვერ დაასრულა. დღეს მან ფერდობი 1:10.26-ში გაიარა, რაც გამარჯვებისთვის საკმრისი გამოდგა. მან სულ რაღაც, 0.03 წამით აჯობა წინა დღის გამარჯვებულს, შვეიცარიელ მარკო ოდერმატს. მესამე ადგილი ამერიკელმა ტრევის გენონგმა დაიკავა, ვინც ბოლო ხუთ წელიწადში კვარცხლბეკზე პირველად ავიდა.

ინციდენტი შეემთხვა მეორე ნორვეგიელს, ჩეტილ იანსრუდს, ვინც ერთ-ერთ მკვეთრ მოსახვევში კონტროლი დაკარგა და დამცავ ბადეში შევარდა. ხუთი ოლიმპიური მედლის მფლობელმა თავადვე დააღწია თავი ბადეს და ფერდობის ბოლომდე ყოველგვარი დახმარების გარეშე ჩასრიალდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114969