ფეხბურთი

21:18 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ჩემპიონობა "აჭარაბეთ არენაზე" იზეიმა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „დინამო ბათუმმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ჩემპიონობა იზეიმა.

„აჭარაბეთ არენაზე“ ნამდვილი ზეიმი იყო და ბათუმელ გულშემატკივარს ამის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა - მათი საყვარელი გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ მატჩს სატურნირო მოტივაცია არ ჰქონია და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „დინამო ბათუმი“ ბენჟამენ ტეიდისა და გრიგოლ ჩაბრაძის გოლებით ორჯერ იგებდა, მაგრამ ორჯერვე გორელებმა გაათანაბრეს. ჯერ ვანდერსონ სილვამ და მერე თორნიკე კაპანაძემ. საბოლოოდ, ფრე - 2:2.

ამრიგად, „დინამო ბათუმმა“ სეზონი 75 ქულით და პირველ პოზიციაზე დაასრულა, ხოლო გორის „დილა“ 61 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლებასთან ერთად, ბრინჯაოს მედლებიც დაისაკუთრა.

„დინამო ბათუმი“ საქართველოს ისტორიაში მეათე გუნდია, რომელიც ჩემპიონი გახდა, გია გეგუჩაძემ კი უკვე მესამე გუნდს მოაგებინა ეს ტიტული (მანამდე „ზესტაფონსა“ და „დინამო თბილისს“).

„დინამო ბათუმი“ 2021 წლის სეზონის ჩემპიონი დამსახურებულად გახდა, რადგან მთელი სეზონი ყველაზე მეტად სტაბილურად ჩაატარა და კონკურენტებზე უკეთ თამაშობდა.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი კი ჯერ არ დასრულებულა - 36-ე ტურის ოთხი მატჩი შაბათს გაიმართება, მერე კი ჯერი საპლეიოფო შეხვედრებზეა, რომელიც მომდევნო სეზონს დააკომპლექტებს.

„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ტეიდი (23), 1:1 ვანდერსონი (56. პენ), 2:1 ჩაბრაძე (67), 2:2 კაპანაძე (72)

0.136561