კალათბურთი

10:28 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

შესანიშნავი თამაში "ტორონტოსთან" და სანდრო მამუკელაშვილი ორმაგი დუბლის ზღვარზე (+VIDEO)

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს „მილუოკი ბაქსი“ სტუმრად „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 93:97 დამარცხდა. მატჩი ძალიან დაძაბული იყო და ბოლო წამებადე არაფერი გახლდათ გარკვეული. უფრო მეტიც, პატ კონაუტონს ფინიშამდე 3 წამით ადრე, როცა მისი გუნდი მხოლოდ ორი ქულით აგებდა, სამქულიანი რომ ჩაეგდო, ალბათ, "მილუოკი" ზედიზედ მეცხრედ იმარჯვებდა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედმა ჩემპიონმა მთავარი ლიდერის, იანის ანტენტონკუმპოს გარეშე ითამაშა და ბერძენის არყოფნა გუნდს დაეტყო. „ბაქსს“ აქამდე ზედიზედ 8 მატჩი ჰქონდა მოგებული, მაგრამ სერია შეწყდა.

სამაგიეროდ, სანდრო მამუკელაშვილმა შანსი მიიღო და სეზონში ალბათ საუკეთესო თამაში ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 22:40 წუთში 8 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი. სანდრომ 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო 6-ჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. ნიშანდობლივია, რომ მოხსნებით ის ორივე გუნდის რიგებიდან მხოლოდ ბობი პორტისს ჩამორჩა (11).

„მილუოკის“ შემადგენლობაში საუკეთესოები კრის მიდლტონი (22 ქულა) და ჯრუ ჰოლიდეი (26) იყვნენ, ხოლო „ტორონტოში“ ფრედ ვანვლიტი 29 ქულით გამოირჩა.

აქვე გეტყვით, რომ „მილუოკის“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 14 მოგებით და 9 წაგებით მეოთხე ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 5 დეკემბერს, შინ „მაიამი ჰიტისთან“ გამართავს.

0.117303