ფეხბურთი

19:00 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის 2020 წლის "ოქროს ბურთს" გადასცემენ? "ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიფიქროთ"

ფრანგული ჟურნალის France Football-ის მთავარმა რედაქტორმა პასკალ ფერემ რობერტ ლევანდოვსკისთვის 2020 წლის „ოქროს ბურთის“ გადაცემის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

მან ეს არ გამორიცხა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ „ოქროს ბურთის“ ისტორია ხმის მიცემაზეა დაფუძნებული და მას პატივისცემა სჭირდება.

„ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ამაზე, მაგრამ ამავე დროს პატივი უნდა ვცეთ „ოქროს ბურთის“ ისტორიას, რომელიც ხმის მიცემაზე აგებული. არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ შარშან გამოკითხვით ლევანდოვსკი მოიგებდა, რადგან ის არ ჩატარებულა, მაგრამ დიდი შანსი ექნებოდა“, - თქვა ფერემ.

შეგახსენებთ, 2020 წელს France Football-მა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა და პირველად ისტორიაში „ოქროს ბურთი“ არ გათამაშებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118356