ფეხბურთი

16:22 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალის" ფეხბურთელმა თავდამსხმელები, რომელთაც მისი გაქურდვა სურდათ, ავტოფარეხიდან მოიგერია (+VIDEO)

ლონდონის „არსენალის“ მცველმა გაბრიელმა საკუთარ სახლში მძარცველები მოიგერია, რომელთაც მისი გაქურვდა სურდათ.

ინციდენტი მიმდინარე წლის აგვისტოში მომხდარა, მაგრამ ვიდეოკადრები ახლახან გავრცელდა. გაბრიელს ავტოფარეხში 3 თავდამსხმელი გაჰყვა, რომლესაც ფეხბურთელისგან მანქანის, საათისა და მობილური ტელეფონის მიღება სურდათ. კადრებში ჩანს კიდეც, რომ ბრაზილიელი მათ მანქანის გასაღებს აძლევს.

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ფეხბურთელს ბეისბოლის კეტით შეუტია, მაგრამ საპასუხო შეტევა მიიღო და პაულისტამ მას სახეშიც დაარტყა. საბოლოოდ, მძარცველები გაიქცნენ და ერთ-ერთ მათგანს ფარეხში ქუდი დაუვარდა.

სწორედ ქუდის მეშვეობით პოლიციამ დნმ-ს ანალიზი აიღო და ბოროტმოქმედების ვინაობა დაადგინა, რის შედეგადაც ისინი დააპატიმრეს.

0.114923