ფეხბურთი

16:35 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" ყოფილი მწვრთნელი: "კვარაცხელია გუნდისთვის ბევრ უსარგებლო გადაწყვეტილებას იღებდა"

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც მისი მუშაობის პერიოდში ხვიჩა კვარაცხელია რუსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. როგორც შარონოვმა აღნიშნა, მაშინ ხვიჩა გუნდისთვის ბევრ უსარგებლო გადაწყვეტილებას იღებდა.

„შეგიძლიათ ხვიჩას ჰკითხოთ ვხედავდი თუ არა მის პოტენციალს. გადაამოწმეთ მასთან რაზე ვსაუბრობდი. ვეუბნებოდი, რომ ევროპულ კლუბში მოხვედრის პოტენციალი აქვს, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. ეს არ შეეხება მხოლოდ ბურთთან ურთიერთობას. რატომ თამაშობდა ცოტას? იყო ბევრი გადაწყვეტილება, რაც გუნდისთვის სასარგებლო არ ყოფილა. ხვიჩას სტაბილურობასა და შედეგიანობაში მოსამატებელი აქვს.

ბექა მიქელთაძის და ნიკა ყიფიანის ტრანსფერები ჩემთვის არავის უკითხავს. ისინი გუნდში მოიყვანეს, სამწუხაროდ ყიფიანმა ვერ აჩვენა ის დონე, რაც მას უფრო ხშირად თამაშის საშუალებას მისცემდა, კონკურენტები მასზე უკეთესები იყვნენ. ზოგადად, ხვიჩას, ზურიკო დავითაშვილის, ბექა მიქელთაძისა და ნიკა ყიფიანის მიმართ კითხვები არ მქონია, ისინი ქართველები არიან, ფეხბურთის მოყვარული ხალხი“, - თქვა შარონოვმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს და რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123592