კალათბურთი

14:40 | 30.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 28 ქულა G ლიგაში (+VIDEO)

ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. „მილუოკი ბაქსის“ სარეზერვო გუნდ „ვისკონსინ ჰერდში“ სანდრომ „ვინტი სიტის“ წინააღმდეგ 32 წუთში 28 ქულა დააგროვა.

მამუკელაშვილმა 28 ქულის გარდა, საკუთარ გუნდს 6 ქულა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შეხვედრა „ვისკონსინმა“ დაძაბულ ბრძოლაში 124:116 მოიგო. სანდრომ 9-დან 6 ორქულიანი, 7-დან 5 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ვისკონსინი“ ცენტრალურ დივიზიონში ლიდერია, 2 დეკემბერს კი ისევ „ვინდი სიტის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114445