ფეხბურთი

0:33 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "5:0-ს მირჩევნია 1:0 მოვიგოთ"

სერია A-ს მე-14 ტურში „რომამ“ „ტორინო“ ტამი აბრაჰამის გოლით 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. „ჯალოროსიმ“ აღნიშნულ მატჩში მეორე ნომრად ითამაშა და 3 ქულა უმეტესწილად დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე მოიპოვა. მატჩის მერე ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ მსგავსი გამარჯვებით უფრო კმაყოფილია, ვიდრე მაშინ, როცა მისი გუნდი 5:0-ს იგებს.

„მე ძალიან მომწონს ასეთი მოგება, 5:0-ზე მეტად კმაყოფილი ვარ მსგავსი თამაშის მოგებით, რადგან გუნდის ძალისხმევა უფრო ჩანს. კრისტანტე ვერეტუ და პელეგრინი გვაკლდა, მაგრამ დიავარამ კარგად ითამაშა, მხითარიანი გამაგიჟებელი იყო, პერესმა კი საოცარი სამუშაო შეასრულა ისეთ პოზიციაზე, რომელიც მისი არ არის.

„ინტერთან“ მატჩი? მირჩევნია ამაზე არ ვიფიქრო, ახლა „ბოლონიას“ ვეთამაშებით და „ინტერთან“ შეხვედრისთვის ემოციურად ამის შემდეგ მოვემზადები. ახლა მხოლოდ „რომა“ მაინტერესებს და ვეცდები, დავივიწყო ის დიდი წარსული, რაც „ინტერთან“ მაკავშირებს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „რომა“ 25 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას „ბოლონიასთან“ გამართავს, ხოლო 4 დეკემბერს, „ინტერს“ დაუპირისპირდება. მილანურ გუნდში მოურინიო 2008-2010 წლებში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112141