ფეხბურთი

23:29 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ის თამაშით კმაყოფილია, მაგრამ ფეხბურთში არის შემთხვევევი, როცა უპირატესობა შედეგში არ ისახება.

„ფეხბურთში ეს ხდება და ჩვენს მატჩებში უკვე ორჯერ მოხდა, მანამდე „ბარნლისთან“. თამაშით სრულიად კმაყოფილი ვარ, პირველივე წუთიდან ვდომინირებდით, აგრესიულები ვიყავით, სამწუხაროდ მხოლოდ ორი გოლი გავიდა, თითო კარში.

თუმცა, კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე. შედეგის გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ასე თუ ვითამაშებთ, მოგების შანსი გაიზრდება“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „ჩელსისა“ და „მანჩესტერის“ მატჩში ანგარიში ჯეიდონ სანჩომ გახსნა, ხოლო საბოლოო შედეგი პენალტით ჟორჟინიომ დააფიქსირა. ლონდონური გუნდი 30 ქულით პრემიერლიგის ლიდერია, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ერთი და „ლივერპულს“ ორი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123803