ფეხბურთი

15:41 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა და მამის ხსოვნას მიუძღვნა (+VIDEO)

ავსტრალიის ჩემპიონატში ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა. „ნიუკასლ ჯეტსი“, რომლის ღირსებას ბექა იცავს, „სიდნეი უონდერერსს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 2:2.

მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, როცა პენალტი ზუსტად შეასრულა. მან გოლი გარდაცვლილი მამის ხსოვნას მიუძღვნა: მაისური აიწია, რომლის შიგნით მამა ქართული ასოებით ეწერა.

ავსტრალიის ჩემპიონატი ახლახან დაიწყო, „ნიუკასლ ჯეტსს“ ორ ტურში 1 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, ხოლო მიქელთაძის აქტივში ორ შეხვედრაში 1 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123151