ფეხბურთი

10:30 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"პალმეირასმა" ლიბერტადორესის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო (+VIDEO)

„პალმეირასი“ კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულია - ზედიზედ მეორედ. ბრაზილიურ ფინალში „მწვანეებმა“ „ფლამენგო დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს.

მატჩი „პალმეირასის“ აქტიურობით დაიწყო და მეხუთე წუთზე ვეიგამ ანგარიშის განხსნა მოახერხა, რასაც 72-ე წუთზე გაბიგოლმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ფინალის ბედი დამატებით დროში გადაწყდა, რომელიც მეხუთე წუთზე დეივარსონმა გაიტანა და „პალმეირასი“ სამხრეთ ამერიკაში საკლუბო ჩემპიონი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიური კლუბი ისტორიაში მესამედ დაეუფლა ლიბერტადორესის თასს (1999, 2000 და 2021 წლებში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126416