სხვა

16:20 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეკინი-2022-ის ოლიმპიური სოფელი შემოწმებულია

პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა ოლიმპიურ სოფელში სატესტო ღონისძიებები ჩაატარეს, რომელშიც 2500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. გამოსცადეს სტუმართა რეგისტრაციის, აღწერისა და განთავსების სისტემები, კვების ბლოკი. გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო პისიარ-ტესტების აღების პროცედურას, რომლის გავლაც ოლიმპიელებს ყოველდღიურად მოუწევთ.

პეკინის საცხოვრებელი კომპლექსი 20 შენობისგან შედგება და 2 338 საწოლზეა გათვლილი, პარალიმპური თამაშებისთვის კი მათი რაოდენობა თითქმის განახევრდება. ჩინური მხარის განმარტებით, ათლეტთა კომფორტისთვის საწოლის დაგრძელება 2,4 მეტრამდე იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ჩჟანცზიაკოუს და იანცინის ოლიმპიური სოფლების მშენებლობა ჯერ კიდევ ივლისში დასრულდა.

ოლიმპიური სოფელი ექსპლუატაციაში ოფიციალურად შევა 23 იანვარს, ხოლო მისი საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება 4 დღის შემდეგ.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108763