ავტოსპორტი

3:09 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბარსელონა ფორმულა 1-ში 2026 წლამდე დარჩება

ფორმულა ერთმა ბარსელონას სარბოლო ტრეკთან კონტრაქტი გააგრძელა, რის შესაბამისადაც, მასზე ის ესპანეთის დიდი პრიზის რბოლები 2026 წლის ჩათვლით გაიმართება. ფორმულა 1-ის გარდა, ბარსელონას ტრეკთან კონტრაქტები მოტო გრანპრიმ და სხვა საავტომობილო სერიებმაც გააფორმეს.

ახალი კონტრაქტის შესაბამისად, ტრეკს და მის ინფრასტრუქტურას, მომავალი სეზონის ესპანეთის დიდ პრიზამდე, რომელიც 22 მაისს ჩატარდება, მოდიფიკაცია ჩაუტარდება. განახლდება ტრიბუნები, გზის საფარი, რამდენიმე მოსახვევს კონფიგურაციას და უსაფრთხოების სივრცეს შეუცვლიან.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ესპანეთის დიდი პრიზის პრომოუტერს და ადგილობრივ ხელისუფლებას იმ ენთუზიაზმისთვის და მონდომებისთვის, რაც მათ ფორმულა 1-ში ბარსელონას შესანარჩუნებლად გამოიჩინეს“, - განაცხადა ფ1-ის მთავარმა აღმასრულებელმა სტეფანო დომენიკალიმ.

ბარსელონაში ასევე 2026 წლის ჩათვლით დარჩება მოტო გრანპრი, რომელიც იქ კატალონიის დიდ პრიზს ჩაატარებს. 2023 და 2026 წლებს შორის რბოლები შეიძლება წელიწადის გამოტოვებით გაიმართოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116529