ფეხბურთი

21:41 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო გოლის ავტორად გალენო დაასახელეს (+VIDEO)

"ბრაგას" მარცხენა გარემარბი გალენო გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად უეფას ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"მიდტიულანდთან" წაგებულ (2:3) შეხვედრაში ბრაზილიელმა გარემარბმა ერთი გოლი გაიტანა. სულ კი მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა 20 შეხვედრაში თავი რვა გოლით და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.128775