ფეხბურთი

23:51 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე რაიან შერკი გამოარჩიეს (+VIDEO)

საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების და "ლიონის" 18 წლის შემტევი რაიან შერკი გულშემატკივრებმა უეფას ევროპა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

რაიანმა "ბრონდბიუსთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში დუბლი შეასრულა, სულ კი კარში სამჯერ დაარტყა. შერკი "ლიონის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2020 წლის დასაწყისში დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში რაიანმა 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122768