ფეხბურთი

16:45 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე ორი გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანეს და ორივე კვიპროსულმა გუნდებმა (+VIDEO)

უეფას კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში ორი გოლი გავიდა მოედნის ცენტრიდან და ორივე კვიპროსული გუნდების ფეხბურთელებმა გაიტანეს.

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ შინ ბელგიური „გენტი“ ლაზაროს ხრისტოდოპულოსის გოლით დაამარცხა. ბერძენმა შემტევმა 27-ე წუთზე ბელგიელთა კარი მოედნის ცენტრიდან დალაშქრა და საოცარი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ეს იყო ფამაგუსტელთა ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარის ჩარჩოში მთელი მატჩის განმავლობაში.

ნიქოზიის „ომონია“ ბაქოში, „ყარაბაღთან“ 90-ე წუთამდე აგებდა (1:2), მაგრამ მარცხს ჟორდი გომესმა გადაარჩინა, რომელმაც აზერბაიჯანელთა კარში დაუვიწყარი გოლი შეაგდო. გომესმა საერთოდაც მოედნის საკუთარი ნახევრიდან შეძლო მეტოქის კარის აღება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100154