ფეხბურთი

23:31 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანული მედია: სულშერის გათავისუფლება რონალდუს აგენტის მოთხოვნით გადაწყდა

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლებაში ყველაზე დიდი წვლილი კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა შეიტანა. ამის შესახებ Manchester Evening News-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, მენდეში „იუნაიტედის“ დირექტორთა საბჭოზე მუდმივად ზეწოლას ახდენდა, რომ ნორვეგიელი სპეციალისტი გაეთავისუფლებინათ. როგორც ჩანს, კრიშტიანუსთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო სიტუაცია, რომელშიც ბოლო დროს ინგლისური გრანდი აღმოჩნდა.

თუმცა, მხოლოდ ეს არის: იმავე გამოცემის ცნობით, მენდეში ცდილობს, რომ „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელად ხულენ ლოპეტეგი წარადგინოს, რომელიც ამჟამად ესპანურ „სევილიაში“ მუშაობს. ჯერჯერობით, ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

საინტერესოა ერთი გარემოება: რონალდუმ მას შემდეგ, რაც „რეალი“ დატოვა, ყველა სეზონში შეიცვალა თითო მწვრთნელი. 2018-2019 წლების სეზონში ის მასიმილიანო ალეგრისთან მუშაობდა, შემდეგ მაურიციო სარისთან, გასულ სეზონში ანდრეა პირლოსთან და ახლა სულერშთან. საბოლოო ჯამში, ყველა მათგანი დაითხოვეს, თუმცა, „იუვენტუსის“ მწვრთნელებმა სულშერისგან განსხვავებით ის მაინც მოახერხეს, რომ სეზონი ბოლომდე ჩაამთავრეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113034