ფეხბურთი

21:59 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბულმა ათენის "პანათინაიკოსს" გაუტანა (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის მე-10 ტურში „ლამიას“ ქართველმა ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულმა ათენის „პანათინაიკოსს“ გოლი გაუტანა, თუმცა მისი გუნდი 1:3 დამარცხდა.

არაბულმა 70-ე წუთამდე ითამაშა და ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა. ქართველმა შემტევმა მარცხენა ფლანგიდან გადაცემის შემდეგ ბერძნული გრანდის კარი თავური დარტყმით დალაშქრა. თუმცა, „პანათინაიკოსმა“ მეორე ტაიმში 3 გოლი გაიტანა და იმარჯვა.

27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა საბერძნეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა (7 მატჩში), ხოლო „ლამია“ 10 ტურში მოპოვებული 9 ქულით მე-11 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124514