ჭადრაკი

1:21 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა სლოვენიაში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

9 ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა 7 გამარჯვება იზეიმეს, ერთხელ წააგეს, ხოლო ერთხელაც ყაიმს დასჯერდნენ. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ რუსეთმა აჯობა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა პოლონეთს, საბერძნეთს, რუმინეთს, სომხეთს, სლოვაკეთს, აზერბაიჯანსა და საფრანგეთს აჯობა, უკრაინასთან შეხვედრა ყაიმით დასრულდა, რუსეთთან - მარცხით.

პირველ და მეორე დაფაზე პირველობა არავის დაუთმეს ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს მეექვსედ დაეუფლა, გარდა ამისა, ერთხელ ჩემპიონობა მოიპოვა და ორჯერაც ბრინჯაოს მედალოსანია.

0.11878