ფეხბურთი

0:32 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სიჭინავას გამარჯვების გოლი უკრაინის ჩემპიონატში (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში ნიკა სიჭინავას „კოლოსი“ სტუმრად „დესნას“ დაუპირისპირდა და ქართველი ფორვარდის გოლით 1:0 მოიგო.

სიჭინავა თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო და 11 წუთში გამარჯვების გოლი ჩაიწერა საკუთარ აქტივში. სიჭინავამ ბურთი საჯარიმოში მიიღო და ზუსტად დარტყმა მოახერხა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

27 წლის ფეხბურთელმა უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-13 მატჩში თავი პირველად გამოიჩინა. ის გასულ სეზონში „ინჰულეცის“ ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

„კოლოსს“ 14 თამაში აქვს ჩატარებული, 14 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120772