ავტოსპორტი

2:57 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ - თუ ყატარში სწრაფები ვართ, ასე იქნება ჯედაშიც

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპი დარჩა, რომლებიც არაბულ ქვეყნებში - ყატარში, საუდის არაბეთსა და ემირატების აბუ დაბიში ჩატარდება. აქედან პირველი ორი, ფ1-ის კალენდარში პირველადაა. უფრო მეტიც, საუდის არაბეთის ჯედას ტრეკი ახლახანს აშენდა და იქ ჯერ რბოლაც კი არ ჩატარებულა.

ყატარის ლოსაილის ტრეკზე გამართულ პარასკევის მეორე თავისუფალ პრაქტიკაზე, ვალტერი ბოტასს საუკეთესო დრო ჰქონდა, რამაც „მერსედესი“ ოპტიმისტურად განაწყო. გუნდის მთავარი ინჟინერი ენდრიუ შოვლინი ამბობს, სწორედ ლოსაილის ტრეკია ის ადგილი, რომლისთვისაც მანქანის მომართვასთან დაკავშირებით, ინჟინრებს ყველაზე მეტი კითხვა ჰქონდთ. პრაქტიკებზე კი გამოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგშია.

„ძნელი სათქმელია, ახალ ტრეკზე რომელ გუნდს ექნება უპირატესობა. ჩვენთვის ორი ტრასა ახალია, აბუ დაბიში კი რეკონსტრუქცია მოხდა და ნაწილობრივ, ისიც ნაწილობრივ კითხვებს აჩენს. შემიძლია ვთქვა, რომ დარჩენილი სამი ტრეკიდან, თუ შეიძლება ასე შეფასდეს, 2.5 უცნობია. მაგრამ თუ ლოსაილს და ჯედას ავიღებთ, პირველთან დაკავშირებით, უფრო მეტად ვღელავდით. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ - თუ ჩვენი მანქანები აქ კარგად იმუშავებს, მაშინ დარჩენილ ორში უპირატესობა გვექნება“, - ამბობს შოვლინი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111401