სხვა

20:45 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: "დინამო თბილისმა" "ბარსელონეტასთან" წააგო (+VIDEO)

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტურის შეხვედრა ჩაატარა და თბილისში, ესპანურ „ბარსელონეტას“ უმასპინძლა.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ესპანელებმა დიდი უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, პირველი მეოთხედი 7:2 მოიგეს და თამაშის დარჩენილ ნაწილში სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა.

საბოლოოდ, „ბარსელონეტამ“ 20:7 მოიგო და გამარჯვება იოლად მოიპოვა. ქართულმა გუნდმა კი შედარებით უკეთ მეორე და მესამე პერიოდები ჩაატარა, მაგრამ მთლიანობაში გამარჯვებისთვის ვერ იბრძოლა.

„დინამო თბილისი“ სამ ტურის შემდეგ უქულოდ ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 ნოემბერს, იტალიურ „ბრეშას“ უმასპინძლებს.

„დინამო თბილისი“ – „ბარსელონეტა“ 7:20 (2:7, 2:4, 2:3, 1:6)

გოლები: 0:1 პოფნერადა, 0:2 პერონე, 1:2 იმნაიშვილი, 1:3 გრანადოსი, 1:4 დე ტორო, 1:5 გრანადოსი, 1:6 გრანადოსი, 2:6 ადეიშვილი, 2:7 ფამერა, 2:8 პამერა, 3:8 დადვანი, 4:8 ვაშიჩი, 4:9 გრანადოსი, 4:10 გრანადოსი, 4:11 ასენსიო, 4:12 ფამერა, 5:12 ბითაძე, 6:12 ადეიშვილი, 6:13 პერონე, 6:14 გრანადოსი, 6:15 პავილარდი, 6:16 დე ტორო, 7:16 იელაჩა, 7:17 ბეილი, 7:18 ბუსტოსი, 7:19 ფამერა, 7:20 გრანადოსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113757