ფეხბურთი

10:27 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერბმა ფეხბურთელებმა პრეზიდენტისგან ნაჩუქარი პრემიები ქველმოქმედებას მოახმარეს

სერბეთის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისთვის კუთვნილ პრემიალურ თანხაზე უარი თქვეს და ქველმოქმედებას მოახმარეს.

როგორც ცნობილი გახდა, პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ სერბეთის პრეზიდენტმა ალეკსანდარ ვუჩიჩმა ფეხბურთელებს მადლობის ნიშნად 1 მილიონი ევრო გამოუყო, მაგრამ მოთამაშეებმა ის არ მიიღეს.

სერბი ფეხბურთელების გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხა სერბეთში დაავადებულ ბავშვებს მოხმარდებათ, რაც ცხადია, მათი მხრიდან ძალიან ლამაზი ჟესტია.

შეგახსენებთ, სერბეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ბოლო ტურში მოიპოვა, როცა უშუალო კონკურენტ პორტუგალიას ლისაბონში 2:1 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110647