ფეხბურთი

19:21 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მხარდაჭერის ჟესტი ამირან სანაიას

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ფრანგული "როდეზის" მცველ ამირან სანაიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 32 წლის მოთამაშეს რამდენიმე კვირის წინ სიმსივნე დაუდგინდა და მკურნალობის პროცესს გადის.

უზბეკეთთან მატჩის დაწყების წინ გუნდური ფოტოს გადაღებისას, ფეხბურთელებს ხელში ნაკრების 13-ნომრიანი მაისური ეჭირათ, რომელსაც სანაიას გვარი ამშვენებდა.

"მალე გამოჯანმრთელებსას გისურვებთ", - წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სოციალურ ქსელში.

ამირან სანაიამ საფეხბურთო კარიერა „ზესტაფონში“ დაიწყო, შემდეგ კარიერა საფრანგეთში გააგრძელა, სადაც „,ლე მანის“, „ბასტიას“, „ლუზენაკის“, „პარიზის“, „ლე ერბიეს“ რიგებში ირჯებოდა, ხოლო 2017 წლიდან „როდეზის“ წევრია. სანაიას საქართველოს ნაკრებში 2007-2009 წლებში ექვსჯერ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.247559