ფეხბურთი

15:45 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერთი წლის წინ ანტიგმირი და დღეს - გმირი: მიტროვიჩის დაუვიწყარი ამბავი

სერბეთის ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალიის ნაკრებთან 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, კრიშტიანუ რონალდუ და მისი თანაგუნდელები კი პლეი-ოფში გაუშვა.

გამარჯვების გოლი ალექსანდრ მიტროვიჩის ანგარიშზეა, რომელიც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო და თავური დარტყმით სერბეთის გმირი გახდა. თუმცა, ზუსტად ერთი წლის წინ სულ სხვაგვარი ვითარება გახლდათ და ის ანტიგმირი იყო.

2020 წლის 12 ნოემბერს, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში შოტლანდიასთან პენალტების სერიაში მიტროვიჩმა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გააცუდა და ამის გამო სერბეთი ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა, იქ კი შოტლანდიამ ითამაშა.

და, ახლა, ზუსტად ერთი წლის თავზე 2021 წლის 14 ნოემბერს, გამოცდილმა ფორვარდმა ძველი „დანაშაული“ გამოისყიდა და სერბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. შეიძლება ითქვას, ეს არის ისტორია, რომელსაც ალბათ, არც თვითონ და არც სერბი გულშემატკივრები ვერასდროს დაივიწყებენ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112455