ფეხბურთი

22:19 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების ნაკრებს დე ვრეი გამოაკლდა და ეს "ინტერისთვისაც" პრობლემაა

ნიდერლანდების ნაკრებისა და „ინტერის“ მცველი სტეფან დე ვრეი ტრავმირებულია. მან დაზიანება მონტენეგროსთან მატჩის მიწურულს მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია დე ვრეის ტრავმა, მაგრამ ნიდერლანდების ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ნორვეგიასთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

29 წლის ფეხბურთელის დაზიანების ხარისხი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება და არაა გამორიცხული საკლუბო მატჩებიც გაუცდეს. დე ვრეიმ მიმდინარე სეზონში „ინტერის“ მაისურით 15-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ნიდერლანდების ნაკრებისთვის ნორვეგიასთან მატჩი გადამწყვეტია, რადგან თუ წააგებს, დიდი შანსია, რომ მუნდიალზე ვერ გავიდეს (თურქეთის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11316