ფეხბურთი

22:23 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები უზბეკეთთან მატჩისთვის ემზადება და გუნდს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრისთვის თბილისში ემზადება. ბოლი სანიოლის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია და ისინი უზბეკეთთან სპარინგისთვის ემზადებიან.

საქართველოს ნაკრებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა - ლუკა ლოჩოშვილი და ჯაბა კანკავა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ახალგაზრდა მცველს ტრავმა აქვს, ხოლო კანკავას არყოფნის მიზეზი ოჯახური მდგომარეობაა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ბათუმში შვედეთის ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 მოუგო, უზბეკეთს კი გორში, 15 ნოემბერს შეხვდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი), ლუკა გუგეშაშვილი (დილა)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, აზერბაიჯანი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113077