ფეხბურთი

22:30 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის რეკორდული მატჩი

ხორვატიის ეროვნული ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში მალტა სტუმრად 7:1 დაამარცხა და რეკორდი დაამყარა. როგორც Gracenote Live-ი იუწყება, ბალკანელებმა პირველად შეძლეს მუნდიალის შესარჩევზე შვიდი გოლის გატანა.

ხორვატები ცხრა მატჩის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილზე 20 ქულით არიან და ლიდერ რუსეთს ორი ქულით ჩამორჩებიან. გადამწყეტი შეხვედრა ამ ჯგუფში 14 ნოემბერს გაიმართება - ხორვატია რუსეთს სპლიტში უმასპინძლებს და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვებს პირდაპირ საგზურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111666