ფეხბურთი

20:08 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: "ხელმძღვანელობასთან საუბარში მივხვდი რა ამბიციები აქვს "ასტონ ვილას"

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის რანგში სტივენ ჯერარდმა პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრისას მიხვდა, რა ამბიციები აქვთ და წინადადებასაც ადვილად მიიღო.

„ასტონ ვილა“ ინგლისური ფეხბურთის ისტორიითა და ტრადიციებით აღსავსე კლუბია და ძალიან ვამაყობ, რომ მისი ახალი მთავარი მწვრთნელი ვარ. ხელმძღვანელობასთან საუბარში მივხვდი რა ამბიციები აქვს კლუბს და მოუთმენლად ველოდები ამ მიზნების მიღწევაში ჩემი წვლილის შეტანას.

მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა „რეინჯერსში“ ყველას მიმართა, რომ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ამ საკულტო კლუბში. კლუბთან ერთად სარეკორდო 55-ე საჩემპიონო ტიტულის მოპოვება ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემს გულში. მინდა, ფეხბურთელებს, სტაფსა და გულშემატკივრებს მომავალში ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“, - თქვა ჯერარდმა.

შეგახსენებთ, ჯერარდი აქამდე „რეინჯერსის“ თავკაცი იყო, რის გამოც ინგლისურმა გუნდმა შოტლანდიელებს კომპენსაციის სახით 3 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. ლეგენდარულმა ინგლისელმა დინ სმიტი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. „ასტონ ვილა“ პრემიერლიგაში 11 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-16 ადგილზეა.

სტივენ ჯერარდის სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს „რეინჯერსში“ დაიწყო და გასულ სეზონში გლაზგოური გუნდი შოტლანდიის ჩემპიონი გახადა. მისი დებიუტი პრემიერლიგაში 20 ნოემბერს, „ბრაიტონთან“ შედგება, ხოლო 11 დეკემბერს, „ენფილდ როუდზე“ დაბრუნდება და მშობლიურ „ლივერპულს“ კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111261